წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 654 საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ერთი ნაწილის კომერციულ საიდუმლოებად ცნობისა და მეორე ნაწილის ღიაობის თაობაზე

ნომერი: 654 / 22

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2004

საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის  ერთი ნაწილის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობისა და მეორე ნაწილის ღიაობის თაობაზე

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2004 წლის 12 ნოემბერს კომისიას (№6.867-04) განცხადებით მიმართა „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირიმა”, რომელმაც წარმოადგინა კავშირის წევრთა სია და მათ მიერ დადებული სახადასხვა ტელეარხებთან ხელშეკრულებები და მოითხოვა  წარმოდგენილი ხელშეკრულებების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

     კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის მიერ წარმოდგენილი რამოდენიმე ხელშეკრულების გარკვეული პუნქტები, კერძოდ: „DISCOVERY COMMUNICATION EUROPE” -  სა და შპს „დიდგორს” შორის 2003 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულების მე-2 მუხლის ვ) და გ) პუნქტები; DISCOVERY „COMMUNICATION EUROPE” -  სა და შპს „ნიკა 95” შორის 2003 წლის 15 მარტის ხელშეკრულების მე-2 მუხლის  ბ) და გ) პუნქტები, შპს „ინტეროპტიკა”-სა და „Tuner Broadcasting System Europe Limited”-ს შორის 2002 წლის 15 ნოემბერის ხელშეკრულების მე-5 პუნქტი და ასევე საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირსა და „კავკასიას” შორის 2004 წლის 20 მაისს დადებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცავენ კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის წევრი კომპანიების კონკურენტუნარიანობას.

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლისა და 31-ე მუხლის, „კავშირგაბმუიობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ

        

გადაწყვიტა:

1. ცნობილ იქნას საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების: „DISCOVERY COMMUNICATION EUROPE” -  სა და შპს „დიდგორს” შორის 2003 წლის 1 თებერვალის ხელშეკრულების მე-2 მუხლის ვ) და გ) პუნქტები; „DISCOVERY COMMUNICATION EUROPE” -  სა და შპს „ნიკა 95” შორის 2003 წლის 15 მარტის ხელშეკრულების მე-2 მუხლის  ბ) და გ) პუნქტები, შპს „ინტეროპტიკა”-სა და „Tuner Broadcasting System Europe Limited”-ს შორის 2002 წლის 15 ნოემბერის ხელშეკრულების მე-5 პუნქტი და ასევე „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირსა” და შპს „კავკასიას” შორის 2004 წლის 20 მაისის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის კომერციულ საიდუმლოებად ამ ხელშეკრულებათა მოქმედების ვადით;

2. უარი ეთქვას „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირს” შემდეგი  ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოების ცნობაზე: შპს „ინტეროპტიკასა” და „DV”-ს შორის 2002 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულება, „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირისა” და შპს „ტელეიმედს” შორის 2003 წლის 1 ივლისის ხელშეკრულება, „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირისა” და შპს „მე-9 არხს” შორის 2003 წლის 12 სექტემბერის ხელშეკრულება, „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირისა” და შპს „ტელეკომპანია მზეს” შორის 2003 წლის 5 ივნისის ხელშეკრულება, „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირისა” და შპს „ევრიკას” შორის 2004 წლის 29 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება, „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირისა” და შპს „ტვ 33” (202) შორის 2004 წლის 29 ოქტომბერის ხელშეკრულება, „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირისა” და შპს „1 სტერეო” შორის 2003 წლის 1 ივნისის ხელშეკრულება, „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირისა” და შპს „იბერიას” შორის 2003 წლის 1 ივნისის ხელშეკრულება, „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირისა” და შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2”-ს შორის 2003 წლის 1 ივნისის ხელშეკრულება,  „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირისა” და  „Принципал” შორის 2003 წლის 25 ნოემბერის ხელშეკრულება, „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირისა” და „НТВ”-ს შორის 2003 წლის 7 აპრილის ხელშეკრულება, „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირისა” და ООО  „Акцепт” –ს შორის 2004 წლის 1 მარტის ხელშეკრულება, „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირისა” და „FOX KIDS” შორის 2003 წლის 15 თებერვალის ხელშეკრულება, „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირისა” და „ВГТРК”-ს შორის 2003 წლის 25 ნოემბერის ხელშეკრულება, „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირისა” და „Eurosport Sa”- ს შორის ხელშეკრულება, АОА „Телекомпаниа  НТВ„ შორის 2004 წლის 7 აპრილის ხელშეკრულება, „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირისა” და  „DV” შორის 2000 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულება, „Discovery Communications Europe”- სა და შპს „ინტეროპტიკას” შორის ხელშეკრულება, „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირისა” და „European Channel Management Limited” შორის ხელშეკრულება, მათში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის არ არსებობის გამო.

3. ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ღიად და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს „საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირს”.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჯარო რეესტრში შეტანა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ. ჯანელიძე), აგრეთვე გადაწყვეტილების კაბელური ტელექსელების კავშირისათვის გაგზავნა (მ. ქადეიშვილი);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (თბილისი. რობაქიძის გამზირი 7ა) 6 თვის ვადაში.

7. კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).

         კომისიის თავჯდომარე                                                        დ. ქიტოშვილი  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები