წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 653 ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის განხილვის შესახებ

ნომერი: 653 / 21

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2004

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია„) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად

გადაწყვიტა:

1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის ადმინისტრაციის უფროსის ი. ხარებავას ინფორმაცია კომისიის მიერ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე;

2. მოწონებულ იქნეს კომისიის წარმოდგენილი ანგარიში (თან ერთვის)  - ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

3. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს კომისიის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                        დ. ქიოტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები