გადაწყვეტილება N 652 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 67 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2004
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 67 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 03 დეკემბრის N 67 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის N 67 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 საკითხის (საკომუნიკაციო ბაზრის განვითარების სტრატეგიული ამოცანების ჩარჩო პროექტის ჩამოყალიბების შესახებ) განხილვა მ/წლის 10 დეკემბრის N 68 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. წარმოდგენილ კომისიის N 67 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:
ა) შპს „სტარკომის” N1372, შპს „ივერთმედიას” N1382, შპს „ბადაგის” N1334 და ლალი ხახანაშვილის ინდივიდუალური საწარმო „მეტეხის” N1369 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი);
ბ) ასოციაცია „მრაგას” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ღიაობის თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);
გ) საერთო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
დ) შპს „მზესთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).
3. დამტკიცდეს კომისიის N 67 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
