წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 649 შპს “ ქართული კულტურის ტალღისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 649 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2004

შპს „ ქართული კულტურის ტალღისთვის„ მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

           საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში „კომისია„)  აღნიშნავს, რომ

შპს „ქართული კულტურის ტალღამ„ კომისიას მიმართა განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 84 04 0035, 16.11.04.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს  რადიო-სარელეო მიმღებ-გადამცემს სადგურს და გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისში N1410 ლიცენზიის შესაბამისად რადიომაუწყებლობისდათვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ქართული კულტურის ტალღას„   შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 84 04 0035, 16.11.04.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.უზრუნველყოს შპს „ქართული კულტურის ტალღამ„ აპარატურის შემოტანის შემდგომ კომისიაში სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

  

                    კომისიის თავმჯდომარე                                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები