წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 647 ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით შპს “ინტერკომსერვისი“-ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 647 / 12

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2004

ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით შპს ინტერკომსერვისი„-ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (28.09.2004 წ. N17/00-04) მომართა შპს „ინტერკომსერვისმა„ საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე, (მრავალხარისხიანი მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (MITRIS) გამოყენებით) და ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემის მიწისზედა სადგურებით მომსახურებაზე ლიცენზიების მიღების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ არ არის წარმოდგენილი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის” შესახებ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით  გათვალისწინებული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.   აღნიშნული ხარვეზის შესავსებად კომისიამ წერილით მიმართა შპს „ინტერკომსერვისს„  (15.10.2004 წ. N05/1704-04) რომ 10 დღის ვადაში წარმოედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია, მაგრამ კომპანიის მიერ აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  განუხილველად დარჩეს შპს „ინტერკომსერვისი„-ს განცხადება ლიცენზიების გაცემის შესახებ.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე):

ა) აცნობოს შპს „ინტერკომსერვისს„ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

ბ) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;

3. შპს „ინტერკომსერვისი„-ს განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება კომპანიის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთანავე.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                         დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები