წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 646 შპს „ჰარალე“-სთვის საეთერო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 646 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2004

შპს „ჰარალე„-სთვის საეთერო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის  შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2004 წლის 20 აგვისტოს N412 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში 2004 წლის 5 ნოემბერს ჩატარდა კონკურსი საეთერო სპეციალიზირებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ერთი გადამცემის გამოყენებით პირველ  სამაუწყებლო ზონაში ქ.თბილისი, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ჰარალე„.

კომისია აღნიშნავს, რომ „საეთერო სპეციალიზირებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში  გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ„  კომისიის 2004 წლის 5 ნოემბრის N584/10  გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჰარალეს„ მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ი ანუ 2138.4  (ორი ათას ას ოცდათვრამეტი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის ანუ 1069.2 (ერთი ათას სამოცდაცხრა) ლარის გამოკლებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე, ხოლო სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% ანუ 1069.2 (ერთი ათას სამოცდაცხრა)   ლარი  სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე.

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ე„ ქვეპუნქტის, 453 და 454 მუხლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 5 ნოემბრის საკონკურსო სხდომის N584/10  გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს N1435 ლიცენზია შპს „ჰარალეს” საეთერო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე (თან ერთვის);

2.  ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: საეთერო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: საეთერო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა ერთი გადამცემის გამოყენებით პირველ  სამაუწყებლო ზონაში (ქ.თბილისი):

სამაუწყებლო

ზონა

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

სიხშირე

მგჰც

სიმძლ. კვტ

მაუწყებლობის საშ. რად კმ.

1

1

თბილისის ანძა

44E47; 41N41

100

98.4

1

25

3.  შპს „ჰარალე’’ ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;

ბ) კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

ზ) განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;

თ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;

ი) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

კ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ლ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

მ) რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;

ნ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ორი თვით ადრე.

4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ  ლიცენზიაში;

5.  შპს „ჰარალემ’’  უზრუნველყოს:

ა) ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

6.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის  (7484.4 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

7.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის  (7484.4 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

831.60 ლარი -  2005 წლის 26 დეკემბერი;

831.60 ლარი -  2006 წლის 26 დეკემბერი;

831.60 ლარი -  2007 წლის 26 დეკემბერი;

831.60 ლარი -  2008 წლის 26 დეკემბერი;

831.60 ლარი -  2009 წლის 26 დეკემბერი;

831.60 ლარი -  2010 წლის  26 დეკემბერი;

831.60 ლარი -  2011 წლის  26 დეკემბერი;

831.60 ლარი -  2012 წლის  26 დეკემბერი;

831.60 ლარი -  2013 წლის  26 დეკემბერი;

8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს შპს ,,ჰარალეს” გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;

10. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                           დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები