გადაწყვეტილება N 637 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი საკითხებისა და ამოცანების საჯარო განხილვის სისტემის ჩამოყალიბების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2004
მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი საკითხებისა და
ამოცანების საჯარო განხილვის სისტემის ჩამოყალიბების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს საკომუნიკაციო ბაზრის განვითარების მიმდინარე ეტაპზე კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს დარგის სპეციალისტებს, მოქმედი ოპერატორებისა და მომსახურების მიმწოდებლების, სამთავრობო და სხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს, საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციების ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის დარგის პრობლემური საკითხებისა და ამოცანების ეფექტურად გადაჭრის გზებთან დაკავშირებით საჯარო განხილვის, შესაბამისი წინადადებებისა და სარეკომენდაციო ხასიათის ინფორმაციის მიღების, გადაცემისა და დამუშავების, საკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურების დარგში საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენის, ასევე კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის განხორციელებისას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გადაწყვეტილებების პროექტების განხილვის ელექტრონული საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება. ელექტრონული საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბებამ უნდა უზრუნველყოს:
1. კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამჭვირვალობა და გადაწყვეტილებების პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა;
2. კომისიის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილებების პროექტების, პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების ძიების თაობაზე საჯარო განხილვის სისტემის აქტივიზაცია და განხილვის პროცესში კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანიებისა და სხვა დაინტერესებული პირების აქტიური ჩართვა;
3. კომისიის მიერ შემუშავებული მარეგულირებელი საკითხების შესწავლის, განხილვის, ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
4. კომისიის მიერ საეტლეკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურების დარგის პრობლემური საკითხებისა და პრიორიტეტული ამოცანების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით ერთიანი შეჯერებული თვალსაზრისის ჩამოყალიბება;
5. ელექტრონული საკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურების დარგში მიმდინარე პროცესების განვითარების ტენდენციების შესწავლა, ანალიზი, პროგნოზირება და საუკეთესო პრაქტიკის გამოკვეთა;
6. კომისიის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტების პროექტებისა და დასმული საკითხების ოპერატიული და ფართომაშტაბიანი საჯარო განხილვის ხელშეწყობა და დაინტერესებული პირებისაგან შესაბამისი შენიშვნებისა და მოსაზრებების კომისიისათვის შეუფერხებლად მიწოდება;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიღებულ იქნეს ცნობად სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსის (გ. ბუთბაია) განმარტებითი ბარათი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი საკითხებისა და ამოცანების თაობაზე საჯარო განხილვის ელექტრონული სისტემის ჩამოყალიბების შესახებ;
2. დაევალოს სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსს ბ-ნ გ. ბუთბაიას, ადმინისტრაციული სამსახურის მთავარ სპეციალისტს ბ-ნ დ. ჭანკოტაძეს, კომისიის პრეს-მდივანს ქ-ნ ს. ბრიტანჩუკს 2004 წლის 25 დეკემბრამდე საჯარო განხილვის ელექტრონული სისტემის ტექნიკური პროექტის მომზადება და კომისიისათვის განსახილველად წარდგენა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის (გ. ბუთბაია).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი საკითხებისა და
ამოცანების თაობაზე საჯარო განხილვის სისტემა
1. სისტემის განხორციელების მიზანი
საჯარო განხილვის ელექტრონული სისტემის განხორციელების მიზანია კომისიაში შემუშავებული ნორმატიული დოკუმენტების (დადგენილებების), კომისიის გადაწყვეტილებების პროექტებისა და დარგში არსებული აქტუალური პრობლემების საჯარო განხილვის სისტემის (ელექტრონული ფორუმის) ჩამოყალიბება.
2. სისტემის განხორციელების ამოცანები
საჯარო განხილვის ელექტრონული სისტემის განხორციელებისათვის გადასაჭრელი საკითხების აქტუალობა გამომდინარეობს კომისიის წინაშე დასმული მარეგულირებელი საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის აუცილებლობიდან. საქართველოს საკომუნიკაციო ბაზრის განვითარების მიმდინარე ეტაპზე კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს დარგის სპეციალისტებს, მოქმედი ოპერატორებისა და მომსახურების მიმწოდებლების, სამთავრობო და სხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს, საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციების ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის დარგის პრობლემური საკითხებისა და ამოცანების ეფექტურად გადაჭრის გზებთან დაკავშირებით საჯარო განხილვის, შესაბამისი წინადადებებისა და სარეკომენდაციო ხასიათის ინფორმაციის მიღების გადაცემისა და დამუშავების, საკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურების დარგში საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენის, ასევე კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის განხორციელებისას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გადაწყვეტილებების პროექტების განხილვის ელექტრონული საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება. ელექტრონული საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბებამ უნდა უზრუნველყოს:
7. კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამჭვირვალობა და გადაწყვეტილებების პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა;
8. კომისიის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილებების პროექტების, პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების ძიების თაობაზე საჯარო განხილვის სისტემის აქტივიზაცია და განხილვის პროცესში კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანიებისა და სხვა დაინტერესებული პირების აქტიური ჩართვა;
9. კომისიის მიერ შემუშავებული მარეგულირებელი საკითხების შესწავლის, განხილვის, ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
10. კომისიის მიერ საეტლეკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურების დარგის პრობლემური საკითხებისა და პრიორიტეტული ამოცანების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით ერთიანი შეჯერებული თვალსაზრისის ჩამოყალიბება;
11. ელექტრონული საკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურების დარგში მიმდინარე პროცესების განვითარების ტენდენციების შესწავლა, ანალიზი, პროგნოზირება და საუკეთესო პრაქტიკის გამოკვეთა;
12. კომისიის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტების პროექტებისა და დასმული საკითხების ოპერატიული და ფართომაშტაბიანი საჯარო განხილვის ხელშეწყობა და დაინტერესებული პირებისაგან შესაბამისი შენიშვნებისა და მოსაზრებების კომისიისათვის შეუფერხებლად მიწოდება;
3. სისტემის აღწერილობა და მოქმედება
3.1 საჯარო განხილვის ელექტრონული სისტემა (ფორუმი) წარმოადგენს ინტერნეტის ბაზაზე შემუშავებულ საინფორმაციო სისტემას, რომელშიც ნებაყოფლობით საფუძველზე რეგისტრირდებიან დაინტერესებული პირები და ორგანიზაციები. სისტემის მოქმედებისა და მასთან ურთიერთობის წესები დგინდება ფორუმის დებულების„ შესაბამისად, რომელშიც ასახულია საკითხების აქტივიზაციის, განხილვის, დაინტერესებული პირების მიერ წინადადებებისა და მოსაზრებების თაობაზე ინფორმაციის კომისიისათვის გადაგზავნის, მათი დამუშავების და ურთიერთ შეჯერების პროცედურები და ვადები.
3.2 კომისიის მიერ შემუშავებული ყველა დოკუმენტი ან საჯაროდ განსახილველი საკითხის პროექტი, რომელიც კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით და/ან კომისიის გადაწყვეტილებით ექვემდებარება საჯარო განხილვას, თავსდება კომისიის ვებ-გვერდზე. ამ მიზნით, კომისიის სამსახურები სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურში წარმოადგენენ შესაბამის ინფორმაციას ტექსტური და ელექტრონული ვერსიის სახით (კომისიის კომპიუტერული ქსელის მეშვეობით) განსახილველი საკითხის, განხილვის ვადებისა და სხვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული პირობების მითითებით, რომელიც სრული მოცულობით თავსდება კომისიის ინტერნეტ გვერდზე საჯარო განხილვის სისტემის (ფორუმის) საიტზე.
3.2. საჯაროდ განსახილველი საკითხების ნუსხა და ვადები განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით და აღნიშნულზე ეცნობება კომისიის ყველა სამსახურს. გადაწყვეტილება საჯარო განხილვას დაქვემდებარებული საკითხის შესახებ შეიძლება მიღებულ იქნას უშუალოდ კომისიის სხდომაზე.
3.3. სპეციალური კომპიუტერული პროგრამა ავტომატურ რეჟიმში უგზავნის ელექტრონულ შეტყობინებას საჯარო განხილვის წამოწყების თაობაზე ყველა იმ ლიცენზიის მფლობელ ან დაინტერესებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ან რეგისტრირებული არიან საჯარო განხილვის სისტემაში.
3.4. ლიცენზიის მფლობელები და დაინტერესებული პირები (რეგისტრირებული პირები) განიხილავენ თავიანთ ელექტრონულ მისამართზე მიღებულ ინფორმაციას და სათანადო კომენტარებით (წინადადებები, შენიშვნები, მიღებული დოკუმენტების შეფასება და სხვა) ასევე ინტერნეტის მეშვეობით აგზავნიან კომისიაში სპეციალურად გამოყოფილ ფანჯარაში განთავსების მიზნით. სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელსაც ევალება საჯარო განხილვების პროცესის წარმართვა (მოდერატორი), იღებს ოპერატორი კომპანიიდან გამოგზავნილ ინფორმაციას, ამუშავებს მას და კომისიის შიდა ქსელით უგზავნის საკითხის საჯაროდ განხილვის ინიციატორ სამსახურს (სამსახურებს), ან საკითხის შინაარსიდან გამომდინარე იმ სამსახურებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ საკითხის საჯარო განხილვაში. სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის თანამშრომელი შესაბამის სამსახურებთან (აუცილებლობის შემთხვევაში კომისიის წევრებთან) კონსულტაციისა და შეჯერების შემდეგ ითვალისწინებს (ან არ ითვალისწინებს) მიღებულ წინადადებებს და შენიშვნებს, საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილებები. აუცილებლობის შემთხვევაში, მნიშვნელოვან საკითხზე შესაბამის ოპერატორ კომპანიას ეგზავნება სათანადო პასუხი კომენტარებით.
3.5 ფორუმში მონაწილე პირებისაგან მიღებული ყველა საკითხის განხილვასთან დაკავშირებული რელევანტური შენიშვნა, წინადადება, მოსაზრება ან დოკუმენტაცია ასევე ქვეყნდება სისტემის ინტერნეტ გვერდზე და საჯაროდ ხელმისაწვდომია.
3.6 საჯარო განხილვის ვადის დასრულების შემდეგ კონკრეტულ განხილვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია სისტემატიზირდება და ინახება ელექტრონულ არქივში, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია ინტერნეტის ყველა მომხმარებლისთვის.
4. მოთხოვნები პროექტის ტექნიკური ნაწილის მიმართ
4.1 საჯარო განხილვის დაწყების შესახებ შეტყობინების მიწოდება უნდა მოხდეს მონაწილე პირის სისტემაში რეგისტრირებულ ან კომისიის სალიცენზიო ბაზაში აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.
4.2 სისტემაში დაფიქსირდება გაგზავნილი შეტყობინების ან მონაწილე პირისაგან მიღებული დოკუმენტების (მოსაზრებების, წინადადებების, შენიშვნების და ა. შ.) გადაცემა/მიღების თარიღი.
5. სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა
სისტემის ფუნქციონირებაში მონაწილეობენ:
სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელსაც კომისიის მხრიდან დაევალება საჯარო განხილვის სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება;
კომისიის ყველა სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საჯარო განხილვის პროცესის წამოწყებაში და მიღებული მოსაზრებებისა და წინადადებების გაანალიზებაში;
კომისიის საინფორმაციო უზრუნველყოფის სისტემის მთავარი სპეციალისტი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ინტერნეტ საიტზე ინფორმაციის განთავსებას დოკუმენტების ელექტრონულ დამუშავებას სისტემატიზებას და არქივირებას.
6. სისტემის ორგანიზება და ბიუჯეტირება (დაფინანსება)
ვინაიდან ასეთი საჯარო განხილვის ფორუმების ორგანიზება შედის კომისიის ფუნქციაში პროექტის ორგანიზება და დაფინანსება დამატებით საოპერაციო ხარჯებს არ საჭიროებს.
