წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 632 შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის გადადების შესახებ

ნომერი: 632 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2004

შპს „მაგთიკომსა„  და შპს „ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის გადადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია„)  2004 წლის 26 ნოემბერს განიხილა შპს „მაგთიკომსა„  და შპს „ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე არსებული დავა.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: შპს „მაგთიკომის„ წარმომადგენლები ა.ზოდელავა და ლ.ბუჩუკური; შპს „ახალი ქსელების„ წარმომადგენელი ნ.ჟღენტი.

კომისიის სხდომაზე კომისიამ მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების მოსაზრებები 2002 წლის 19 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან და სადავო თანხასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან, რომ კომისიის სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლების მიერ ვერ მოხდა სადავო თანხის დაზუსტება, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია სხდომის გადადება 2004 წლის 30 ნოემბრამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის  საფუძველზე  კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გადაიდოს შპს „მაგთიკომსა„  და შპს „ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვა 2004 წლის 30 ნოემბერს 12 საათზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                        დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები