წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 631 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 65 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 631 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 65 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის  26 ნოემბრის N65 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. წარმოდგენილ კომისიის N 65 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანი იქნეს 10 (ათი) საკითხი:

ა) „საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის N3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. ბუთბაია);

ბ) შპს „ულტრაკომუნიკაციების” N414 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი);

გ) სს „გლობალ ერთის” NN586, 140 და 1391 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი);

დ) შპს „კავკასუს ნეტვორკის” N1074 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაცი-ული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი);

ე) შპს „ვანექსის” N1285 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი);

ვ) შპს „ჰარალესთვის” საეთერო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

ზ) ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით შპს „ინტერკომსერვისის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

თ) გაეროს განვითარების პროგრამისათვის (UNDP) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.  ს. შავგულიძე);

ი) შპს „ქართული კულტურის ტალღისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

კ) სს „ელმავალმშენებელისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

2.  დამტკიცდეს კომისიის N 65 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

3. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის    ადმინისტრაციას  (ნ.ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები