გადაწყვეტილება N 629 შპს „ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანია – ნინოწმინდასთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 629 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2004

შპს „ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანია – ნინოწმინდასთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ქართულ-ბრიტანულმა ნავთობკომპანია - ნინოწმინდამ„ (რეგისტრირებული  ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998 წლის 23 თებერვლის N 5ა/4-1648 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/433-04, 19.11.04.) წარმოდგენილი  დოკუმენტაციის (N 1811/04, 22.11.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები („სტანდარტ„-ის ტიპის სატარებელი მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკახშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ქართულ-ბრიტანულ ნავთობკომპანია - ნინოწმინდას„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული  დოკუმენტაციით (N 1811/04, 22.11.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „ქართულ-ბრიტანულმა ნავთობკომპანია - ნინოწმინდამ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (ს. შავგულიძეს).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი                                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები