წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 478 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 49 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 478 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 16, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 49 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის    16 სექტემბრის N 49 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის N49 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-5 საკითხი                       (შპს „იმედოს” N1081, შპს „ინფორმაციული ტექნოლოგიების საკონსულტაციო საინჟინრო და მენეჯმენტის ჯგუფი – ხეთას” N 1218 და 1216, ასოციაცია „ინტერნეტი ყველასათვის” N 1251 და N 1210 ლიცენზიების გაუქმებისა და შპს „ბათუმი-ნეტის” N 672 ლიცენზიის შეჩერების შესახებ) მ/ წლის 21 სექტემბრის კომისიის N 50 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. წარმოდგენილ N 49 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს                      5 საკითხი:

·       „მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნის მიზნით ტენდერის გამოცხადების თაობაზე” კომისიის 2004 წლის 30 ივლისის N 380 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. თ. ძაგნიძე);

·       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი); 

·       შპს „ჯეოსელის„, შპს „ორიონის„ და სს „სეიბოლტ ანალიტ-ჰოლდიჰგ ბ.ვ.„ ბათუმის წარმომადგენლობისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანის თაობაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. ა. დაბრუნდაშვილი);

3.  დამტკიცდეს კომისიის N 49 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

4. გადაწყვეტილება        შეიძლება        გასაჩივრდეს        თბილისის   საოლქო   სასამართლოში        (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი ღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                      დ. ქიტოშვილი

   

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები