გადაწყვეტილება N 475 სააქციო საზოგადოება „ტელეკომპანია ნტვ“-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ სააქციო საზოგადოებამ ტელეკომპანია ნტვ„-მ კომისიას მიმართა განცხადებით თანდართული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის გაცემის თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს მიწისზედა თანამგზავრულ სატელევიზიო სადგურს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა სააქციო საზოგადოება ტელეკომპანია ნტვ„-ს ექვსი თვის ვადით შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობა დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის შესაბამისად;
2.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3.აცნობოს სააქციო საზოგადოებამ ტელეკომპანია ნტვ„-მ კომისიას შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის გატანის თაობაზე;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი