წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 471 შპს „ჯორჯია ონლაინისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 471 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2004

შპს „ჯორჯია ონლაინისთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ჯორჯია ონლაინმა„  (რეგისტრირებული  ქ. სოხუმის რაიონული და საქალაქო  სასამართლოს 2000 წლის 6 აპრილის  N ა/4100/4-10 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით  (N 27ფ, 07.09.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 2009, 07.07.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ მონაცემთა გადაცემის სისტემებს, რომლებიც ფუნქციონირებენ 5.7 გჰც დიაპაზონში.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ჯორჯია ონლაინს„  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციით (N 2009, 07.07.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „ჯორჯია ონლაინმა„  აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი              

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები