წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 441 შპს “ ქართული კულტურის ტალისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 441 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2004

შპს „ ქართული კულტურის ტალისთვის„ მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

           საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია    (შემდგომში „კომისია„)    აღნიშნავს, რომ

შპს „ქართული კულტურის ტალღამ„ კომისიას მიმართა განცხადებით (N7/332-04, 26.08.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N00028 , 26.08.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს  FM  დიაპაზონის სამაუწყებლო გადამცემს და გამოყენებული უნდა იყოს ქ,თბილისში ლიცენზიის შესაბამისად რადიომაუწყებლობისდათვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ქართული კულტურის ტალღას„   შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N00028, 26.08.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.უზრუნველყოს შპს „ქართული კულტურის ტალღამ„ აპარატურის შემოტანის შემდგომ კომისიაში სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                    კომისიის თავმჯდომარე                                                                    დ. ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები