წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 435 სს „პროკრედიტ ბანკისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 435 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2004

სს „პროკრედიტ ბანკისთვის„  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ სს „პროკრედიტ ბანკმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 4 იანვრის N 5/5-84 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 602-27/04, 27.07.04.) ქ. ქუთაისში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის ორი სიხშირის გამოყოფის თაობაზე.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს სს „პროკრედიტ ბანკის„ ქუთაისის ფილიალის დაცვის წევრებსა და საინკასაციო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს სს „პროკრედიტ ბანკს„ 155.050 მგჰც და 161.250 მგჰც სიხშირეები ქ. ქუთაისში ოპერატიული რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს სს „პროკრედიტ ბანკისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს სს „პროკრედიტ ბანკმა„ კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „პროკრედიტ ბანკისთვის„ სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები