გადაწყვეტილება N 434 ი/ს “ლევან ჩოჩიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2004
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2004
ი/ს „ლევან ჩოჩიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ ი/ს „ლევან ჩოჩიამ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ 30.04.04. სარეგისტრაციო ნომერი 102228625) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. ი/ს „ლევან ჩოჩიას„ საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისში სადისპეჩერო პუნქტსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით,.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ი/ს „ლევან ჩოჩიას” 150.850 მგჰც და 157.250 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს ი/ს „ლევან ჩოჩიასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს ი/ს „ლევან ჩოჩიამ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/ს „ლევან ჩოჩიასთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი