წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 432 შპს “რიკო ექსპრესი“-სთვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 432 / 1

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2004

შპს „რიკო ექსპრესი„-სთვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „რიკო ექსპრესმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (16.07.2004) საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რიკო ექსპრესი„ რეგისტრირებულია ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოში 2004 წლის 1 ივლისს (რეგისტრაციის N5/4-4029).

2004 წლის 13 აგვისტოს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „რიკო ექსპრესი”-ს ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის „ბ.ა)„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს N1412 ლიცენზია შპს „რიკო ექსპრესს” საფოსტო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება;

2.                  შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);

3.                  შპს „რიკო ექსპრესმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

4.                  ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;

5.                  დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

6.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს          /მ. გოთოშია/.

კომისიის თავმჯდომარე                                        დ. ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები