წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 431 შპს “კეთილი ნების კომუნიკაციების” ¹1249 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 431 / 6

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2004

შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების” N1249 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N65 19.07.2004) მომართა შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციებმა’’ კომპანიის N1249 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების” სახელზე გაცემულია ლიცენზია N1249 (10.11.1999წ.) თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურებაზე.  შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციებმა’’ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ„ დებულების შესაბამისად, კომისიაში გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და მისი მონაცემები შეტანილია უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,საქართველოს ტელეკომის’’ მიერ გადახდილია  სალიცენზიო მოსაკრებელი 1000 ლარი. ამავე დროს, კომპანიის  მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების” N1249 ლიცენზიას 2014 წლის 17 სექტემბრამდე.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ნ.ნიჟარაძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ.გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                              დ. ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები