წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 430 შპს „ტელეარხი-25“-ს N 753, შპს „ეკომის“ N732 , შპს „თანამგზავრის“ N1194, შპს „ომეგას“ N946, სპს „კვეტენაძე და კომპანიას“ N597, შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ N 980, შპს „TV-33“-ს (ტელეკომპანია „202“-ს) N 326 ლიცენზიების შეჩერების შეს

ნომერი: 430 / 22

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2004

შპს  „ტელეარხი-25„-ს N 753, შპს „ეკომის„ N732 , შპს „თანამგზავრის„  N1194,  შპს „ომეგას„ N946, სპს „კვეტენაძე და კომპანიას„ N597, შპს „ტელეკომპანია კავკასიას„ N 980, შპს „TV-33„-ს (ტელეკომპანია „202„-ს) N 326 ლიცენზიების შეჩერების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის, შპს „რ-რადიოს„ N 562 ლიცენზიების მოქმედების შეჩერებისა და  ეკოლოგიური ასოციაცია  „ადამიანი და ბიოსფეროს„

N833 ლიცენზიის გაუქმების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.

      კომისია აღნიშნავს, რომ

1) შპს „ტელეარხი-25„-ს, რომელიც ფლობს N753 ლიცენზიას (საეთერო ტელემაუწყებლობა 25-ე სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ბათუმში), 2004 წლის აპრილიდან კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური  გადაუხდია.

2) შპს „ეკომს„, რომელიც ფლობს N732 ლიცენზიას (საეთერო ტელემაუწყებლობა მე-9 სატელევიზიო არხზე 10 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ლაგოდეხში), 2004 წლის მარტიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური  გადაუხდია.

3) შპს „თანამგზავრის„, რომელიც ფლობს N1194 ლიცენზიას (საეთერო ტელემაუწყებლობა მე-4 სატელევიზიო არხზე 20 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თელავში), რეგულირების ყოველწლიური საფასურის საერთო დავალიანება შეადგენს 133 ლარს.

4) შპს „ომეგას„, რომელიც ფლობს N946 ლიცენზიას (საეთერო ტელემაუწყებლობა (207,25-213,75) 10 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით დაბა მანგლისის ტერიტორიაზე), 2004 წლის მარტიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური  გადაუხდია.

5) სპს „კვეტენაძე და კომპანიის„, რომელიც ფლობს N597 ლიცენზიას (საეთერო ტელემაუწყებლობა 44-ე სატელევიზიო არხზე 50 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ზესტაფონში), რეგულირების ყოველწლიური საფასურის საერთო დავალიანება შეადგენს 22 ლარს.

6) შპს „ტელეკომპანია კავკასია„-ს, რომელიც ფლობს N980 ლიცენზიას (საეთერო საერთო ტელემაუწყებლობა 28-ე დეციმეტრულ არხზე, 5 კვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში) გააჩნია რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება – 359,43 ლარის ოდენობით. გარდა ამისა,  შპს „ტელეკომპანია კავკასია„-ს, მისი  N980 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ„ კომისიის 2003 წლის 18 აგვისტოს N412 გადაწყვეტილების  მე-4 პუნქტით განსაზღვრული   გრაფიკის შესაბამისად უნდა გადაეხადა  4 278.75 ლარი  2004 წლის 17 ივლისამდე;

         7)  შპს „TV-33„-ს (ტელეკომპანია „202„-ს), რომელიც ფლობს N326 ლიცენზიას (საეთერო ტელემაუწყებლობა 33-ე სატელევიზიო არხზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში), 2003 წლის ივლისიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური  გადაუხდია.

8) შპს „რ-რადიოს„, რომელიც ფლობს N652 ლიცენზიას (საეთერო რადიომაუწყებლობა 101,4 მგჰც  სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში) , 2003 წლის ივლისიდან  არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური  გადაუხდია

         9) ეკოლოგიურ ასოციაცია „ადამიანი და ბიოსფეროს„, რომელიც ფლობს N833 ლიცენზიას (რადიომაუწყებლობა 102.9 მგჰც სიხშირეზე, 100 ვტ  სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით და წრიულად მოქმედი ანტენის ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებით ქ. ზუგდიდში) გააჩნია რეგულირების უოველწლიური საფასურის დავალიანება – 33.20 ლარი. ამასთან, ეკოლოგიურ ასოციაცია „ადამიანი და ბიოსფეროს„ N833 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ„ კომისიის 2004 წლის 18 ივნისის N287 გადაწყვეტილების  მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად 2004 წლის 18 ივლისამდე უნდა გადაეხადა სალიცენზიო გადასახდელის საწტისი ოდენობის 10% - 425,50 ლარი, 20% - 850,50 ლარი და სალიცენზიო მოსაკრებელი – 1000 ლარი. აღნიშნული თანხა არ იქნა გადახდილი 2004 წლის 18 ივლისამდე და შესაბამისად, მის კუთვნილ ლიცენზიას, რომელსაც მოქმედების ვადა გაუვიდა 2004 წლის 10 მაისს, მოქმედების ვადა არ გაგრძელებია.

         კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„  საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) პუნქტების შესაბამისად იწვევს ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას,  ხოლო ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლა – ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს  „ტელეარხი-25„-ს N 753, შპს „ეკომის„ N732, შპს „თანამგზავრის„  N1194,  შპს „ომეგას„ N946, სპს „კვეტენაძე და კომპანიას„ N597, შპს „ტელეკომპანია კავკასიას„ N 980, შპს „TV-33„-ს (ტელეკომპანია „202„-ს) N 326, შპს „რ-რადიოს„ N 562 ლიცენზიების მოქმედების შეჩერებისა და  ეკოლოგიური ასოციაცია  „ადამიანი და ბიოსფეროს„ N 833 ლიცენზიის გაუქმების  შესახებ. კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობები საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ  გვერდზე ინტერნეტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2004 წლის 20 აგვისტო.

2004 წლის 13 აგვისტოს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიაში ჩატარდა საკითხის ზეპირ მოსმენა. სადაც აღინიშნა, რომ ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ დარღვეულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის,  41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლების მოთხოვნები, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის  ა) და გ) პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველია. ამავე დროს, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ნიშნავს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელების აკრძალვას ლიცენზიის განახლებამდე„, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, „იმ დარღვევების აღმოფხვრის შემდგომ, რომელთა გამოც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება,  ლიცენზიის მოქმედება განახლდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე„.

კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 13 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი და კომისიის წევრი: დ.პატარაია. გამომდინარე იქედან, რომ 2004 წლის 13 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა კომისიის წევრი გ.ფრუიძე, ხოლო 20 აგვისტოს კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი აქ­ტის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ კენ­ჭის­ყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა აქვს კო­ლე­გი­უ­რი ორ­გა­ნოს მხო­ლოდ იმ წევრს, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და საქ­მის ზეპირ მოსმენაში, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა ზეპირი მოსმენის განმეორებით ჩატარება 2004 წლის 27 აგვისტოს 12 საათზე.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა, რომ: 

- შპს ,,ტელეარხი 25’’-ის, შპს ,,ეკომი’’-ის, შპს ,,ომეგა’’-ს  შპს ,,კავკასიის’’,  შპს ,,TV-33’’-ის  შპს ,,თანამგზავრი’’-ს, სპს ,,კვეტენაზე და კომპანიის’’ მიერ კომისიაში წარმოდგენილია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და გადახდილია რეგულირების საფასური.

-  შპს ,,რ-რადიო’’ მიერ 2003 წლის ივლისიდან წარმოდგენილი არ არის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება შეადგენს 125,47 ლარს.

-   ეკოლოგიური ასოციაცია  „ადამიანი და ბიოსფეროს„ მიერ ჩარიცხული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის  10% - 425,50 ლარი და 20% - 850,50 ლარი  ასევე სალიცენზიო მოსაკრებელი – 1000 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ რიგი კომპანიების მიერ (შპს ,,ტელეარხი 25’’, შპს ,,ეკომი’’, შპს ,,ომეგა’’,  შპს ,,კავკასიის’’,  შპს ,,TV-33’’, შპს ,,თანამგზავრი’’, სპს ,,კვეტენაზე და კომპანია’’) აღმოფხვრილია ის დარღვევები, რის საფუძველზეც კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მათი კუთვნილი ლიცენზიების მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღარ არსებობს ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველი.

გამომდინარე იქედან,  რომ შპს ,,რ-რადიოს’’ მიერ კვლავ არ არის დაფარული რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება და 2003 წლის ივლისიდან წარმოდგენილი არ არის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები. კომპანიის N652 ლიცენზია ექვემდებარება შეჩერებას „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების საფუძველზე.

რაც შეეხება ეკოლოგიური ასოციაცია  „ადამიანი და ბიოსფეროს„, გამომდინარე იქედან, რომ ,,ეკოლოგიური ასოციაცია  „ადამიანი და ბიოსფეროს„ N833 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ„ კომისიის 2004 წლის 18 ივნისის N287 გადაწყვეტილების  მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად კომპანიას 2004 წლის 18 ივლისამდე უნდა გადაეხადა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% - 425,50 ლარი, 20% - 850,50 ლარი და სალიცენზიო მოსაკრებელი – 1000 ლარი და აღნიშნული თანხა კერძოდ სალიცენზიო გადასახდელის 20% - 850,50 ლარი ჩარიცხულ იქმა – 2004 წლის 12 აგვისტოს, ხოლო სალიცენზიო გადასახდელის 10% - 425,50 ლარი - 2004 წლის 16 აგვისტოს, შესაბამისად, მის კუთვნილ ლიცენზიას, რომელსაც მოქმედების ვადა გაუვიდა 2004 წლის 10 მაისს, მოქმედების ვადა არ გაგრძელებია, კომპანიის N833 ლიცენზია ექვემდებარება გაუქმებას ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა  და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს  „ტელეარხი-25„-ს N753, შპს „ეკომის„ N732 ,   შპს „ომეგას„ N946, შპს „ტელეკომპანია კავკასიას„ N 980, შპს „TV-33„-ს (ტელეკომპანია „202„-ს) N 326, სპს „კვეტენაძე და კომპანიას„ N597, შპს „თანამგზავრის„  N1194 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების შესახებ;

2. შეჩერდეს შპს „რ-რადიოს„ N 562  ლიცენზია ერთი თვით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ლიცენზიის პირობების დარღვევის გამო;

3. გაუქმდეს  ეკოლოგიური ასოციაცია  „ადამიანი და ბიოსფეროს„ N 833 ლიცენზია ლიცენზიის ვადის გასვლის გამო;

4. უზრუნველყოს კომისიის აპარატის ბუღალტერიამ კომისიისათვის ეკოლოგიური ასოციაცია  „ადამიანი და ბიოსფეროს„ წერილობითი მომართვისა და საბანკო რეკვიზიტების მითითებისთანავე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% - 425,50 ლარის და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20% - 850,50 ლარის კომპანიისთვის დაბრუნება.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე  შპს  „ტელეარხი-25„-ს, შპს „ეკომს„, შპს „თანამგზავრს„,  შპს „ომეგას„, სპს „კვეტენაძე და კომპანიას„, შპს „ტელეკომპანია კავკასიას„, შპს „TV-33„-ს (ტელეკომპანია „202„-ს), შპს „რ-რადიოს„ და  ეკოლოგიური ასოციაცია  „ადამიანი და ბიოსფეროს„;

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიათა შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში აღნიშვნა;

7. დაევალოს კომისიის საზოგადოებრივი ურთიერთობების კოორდინატორს (გ. რატიშვილი) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.

8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                   დ.ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები