წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 428 ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას“ N 1198 ლიცენზიის შეჩერების შესახებ

ნომერი: 428 / 3

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2004

ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას„ N 1198 ლიცენზიის შეჩერების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.

      ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად 2004 წლის 8-12 ივლისს ჩატარდა საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის მქონე კომპანიების შემოწმება, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით. მონიტორინგის   შედეგად (წარმოდგენილია მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა) გამოვლინდა, რომ ასოციაცია ახალგაზრდულ ცენტრ „ჯიხას„ შეწყვეტილი აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და არ მაუწყებლობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას„ N1198 ლიცენზიის გაუქმების შესახებ. კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ  გვერდზე ინტერნეტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2004 წლის 20 აგვისტო.

2004 წლის 13 აგვისტოს საკითხის ზეპირ მოსმენაზე განხილვისას ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას„  უფლებამოსილ წარმომადგენელს განემარტა, რომ ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას„  მიერ „ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტის„ გამო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კომპანიის N1198 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 13 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი და კომისიის წევრი: დ.პატარაია. გამომდინარე იქედან, რომ 2004 წლის 13 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა კომისიის წევრი გ.ფრუიძე, ხოლო 20 აგვისტოს კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი აქ­ტის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ კენ­ჭის­ყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა აქვს კო­ლე­გი­უ­რი ორ­გა­ნოს მხო­ლოდ იმ წევრს, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და საქ­მის ზეპირ მოსმენაში, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა ზეპირი მოსმენის განმეორებით ჩატარება 2004 წლის 27 აგვისტოს 12 საათზე.

ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრ „ჯიხას„ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა  კ. კვარაცხელიამ  აღნიშნა, რომ მაუწყებლობის შეწყვეტა განპირობებული იყო კომპანიის ტექნიკური საშუალებების მწყობრიდან გამოსვლით. დღესდღეობით ტელეკომპანია ,,ეგრისის’’ ტექნიკური პერსონალის თანადგომით აღმოფხვრილია გადამცემ სადგურზე არსებული ყველა დაზიანება და განახლებულია მაუწყებლობა.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას„ სახელზე გაცემული იყო  ლიცენზია N 1198, რომელიც ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობას მე-5 მეტრულ არხზე თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით (ქ. წალენჯიხა და მისი მიმდებარე ტერიტორია). ასოციაცია ახალგაზრდულმა ცენტრმა „ჯიხამ„ კომისიის N 361, 13.07.01. წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, იმავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ დაზუსტებული იქნა სატელევიზიო არხის ტექნიკური პარამეტრები (დეციმეტრული 38-ე სატელევიზიო არხი, გადამცემის სიმძლავრე - 100 ვტ.). კომისიის 2004 წლის 5 მარტის N94/6 გადაწყვეტილებით მოდიფიცირებულ იქნა ასოციაცია ახალგაზრდულმა ცენტრმა „ჯიხას„ N 1198 ლიცენზია და ლიცენზიის საგანი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ტელემაუწყებლობა 38-ე სატელევიზიო არხზე, 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. წალენჯიხაში  და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე’’ ასოციაცია ახალგაზრდულმა ცენტრმა „ჯიხას„ მიერ კომისიაში შემოსულ განცხადებაში (05.08.2004 N98) აღნიშნულია, რომ 1999 წლიდან დღემდე კომპანია მაუწყებლობას ახორციელებს წალენჯიხის ტერიტორიაზე ყოფილ ,,ორტ’’-ს არხზე, ჯერ შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრთან’’ ხოლო 2003 წლიდან, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’ თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია აღნიშნავს, რომ ასოციაციის ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას„ მიერ მაუწყებლობა ხორციელდება მე-5 მეტრულ არხზე, მაშინ როდესაც კომპანიის მფლობელობაში არსებული N1198 ლიცენზია ითვალისწინებს მაუწყებლობის განხორციელებას 38-ე სატელევიზიო არხზე, 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. წალენჯიხაში  და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, ასოციაცია ახალგაზრდულმა ცენტრ „ჯიხას„ მიერ დარღვეული „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების მოთხოვნები, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველს წარმოადგენს. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ნიშნავს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელების აკრძალვას ლიცენზიის განახლებამდე„, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, „იმ დარღვევების აღმოფხვრის შემდგომ, რომელთა გამოც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება,  ლიცენზიის მოქმედება განახლდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების თანახმად  და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეჩერდეს ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას„ N1198 ლიცენზია 2 კვირით.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ.გოთოშია) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 2 კვირის შემდეგ შეამოწმოს ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას„ მიერ N1198 ლიცენზიით გათვალისინებული პირობების შესრულების საკითხი.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე  ასოციაცია ახალგაზრდულ ცენტრ „ჯიხას„; 4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიათა  გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში აღნიშვნა;

5. დაევალოს კომისიის საზოგადოებრივი ურთიერთობების კოორდინატორს (გ. რატიშვილი) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს  (კ. ყურაშვილი);

კომისიის თავმჯდომარე                   დ.ქიტოშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები