გადაწყვეტილება N 427 შპს „23 მაისის“ N 347 ლიცენზიის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2004
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2004
შპს 23 მაისის„ N 347 ლიცენზიის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.
ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად 2004 წლის 8-12 ივლისს ჩატარდა საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის მქონე კომპანიების შემოწმება, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით. მონიტორინგის შედეგად (წარმოდგენილია მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა) გამოვლინდა, რომ შპს 23 მაისს„ შეწყვეტილი აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და არ მაუწყებლობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს 23 მაისის„ N347 ლიცენზიის გაუქმების შესახებ. კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2004 წლის 20 აგვისტო.
2004 წლის 13 აგვისტოს საკითხის ზეპირ მოსმენაზე განხილვისას შპს 23 მაისის„ უფლებამოსილ წარმომადგენლებს განემარტათ, რომ შპს 23 მაისის„ მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტის„ გამო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კომპანიის N347 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 13 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი და კომისიის წევრი: დ.პატარაია. გამომდინარე იქედან, რომ 2004 წლის 13 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა კომისიის წევრი გ.ფრუიძე, ხოლო 20 აგვისტოს კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კოლეგიური ორგანოს მხოლოდ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობდა საქმის ზეპირ მოსმენაში, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა ზეპირი მოსმენის განმეორებით ჩატარება 2004 წლის 27 აგვისტოს 12 საათზე.
შპს 23 მაისის„ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას დაზიანებული ჰქონდა რადიოსამაუწყებლო გადამცემები და ამ მიზეზით კომპანიას შეწყვეტილი ჰქონდა საქმიანობა. დღესდღეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება გადამცემების შეძენასთან დაკავშირებით და აღნიშნული საშუალებას მისცემს კომპანიას სრულად აღადგინოს მაუწყებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს 23 მაისი„ ფლობს N347 ლიცენზიას. აღნიშნული ლიცენზია ითვალისწინება რადიომაუწყებლობას:
,,1. თბილისის ტელეანძა 102,4 მგჰც 1,0 კვტ, 97,7 მგჰც-0,25 კვტ.
2. გორი- ტელეანძა 100,6 მგჰც 0,25 კვტ3. ქუთაისი ტელეანძა 100,3 მგჰც 0,50 კვტ.
3. ქუთაისი ტელეანძა 100,3 მგჰც 0,50 კვტ
4. ბათუმი მწვანე კონცხის ტელეანძა 102,3 მგჰც 0,25 კვ
5. ზუგდიდი ტელეანძა 101,3 მგჰც 1,0 კვტ
6. თელავი ცივის ტელეანძა 100,6 მგჰც 0,25 კვ
7. ლაგოდეხი ბაისუბნის ტელეანძა 102,4 მგჰც -0,25 კვ
8. ახალციხე ტელეანძა 102,4 მგჰც 0,30 კვტ
2004 წლის 8-12 ივლისს მონიტორინგის შედეგების შესაბამისად დადგინდა, რომ შპს ,,23 მაისს შეწყვეტილი აქვს მაუწყებლობა ქ.გორში, ქ.ქუთაისში, ქ.ბათუმში, ქ.თელავში, ქ.ლაგოდექში და ქ.ახალციხეში. რაც შეეხება ქ.თბილისს და ქ.ზუგდიდს, აღნიშნულ სამაუწყებლო ზონებში მაუწყებლობის შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, შპს ,,23 მაისის N347 ლიცენზია ექვემდებარება ნაწილობრივ გაუქმებას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაუქმდეს შპს 23 მაისის„ N347 ლიცენზია ნაწილობრივ, კერძოდ:
1. გორი - ტელეანძა 100,6 მგჰც 0,25 კვტ3. ქუთაისი ტელეანძა 100,3 მგჰც 0,50 კვტ.
2. ქუთაისი ტელეანძა 100,3 მგჰც 0,50 კვტ
3. ბათუმი მწვანე კონცხის ტელეანძა 102,3 მგჰც 0,25 კვ
4. თელავი ცივის ტელეანძა 100,6 მგჰც 0,25 კვ
5. ლაგოდეხი ბაისუბნის ტელეანძა 102,4 მგჰც -0,25 კვ
6. ახალციხე ტელეანძა 102,4 მგჰც 0,30 კვტ , ამ ლიცენზიებით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შპს 23 მაისს„.
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიათა გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში აღნიშვნა;
4. დაევალოს კომისიის საზოგადოებრივი ურთიერთობების კოორდინატორს (გ. რატიშვილი) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი