გადაწყვეტილება N 424 შპს „ტელერადიოკომპანია ქართლის“ ¹48 ლიცენზიის გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2004
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2004
შპს ტელერადიოკომპანია ქართლის„ N48 ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.
ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად 2004 წლის 8-12 ივლისს ჩატარდა საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის მქონე კომპანიების შემოწმება, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით. მონიტორინგის შედეგად (წარმოდგენილია მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა) გამოვლინდა, რომ შპს ტელერადიოკომპანია ქართლს„ შეწყვეტილი აქვთ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და არ მაუწყებლობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელერადიოკომპანია ქართლის„ N48 ლიცენზიის გაუქმების შესახებ. კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2004 წლის 20 აგვისტო.
2004 წლის 13 აგვისტოს საკითხის ზეპირ მოსმენაზე განხილვისას შპს ტელერადიოკომპანია ქართლის„ უფლებამოსილ წარმომადგენელს განემარტა, რომ კომპანიის მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტის„ გამო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შპს ტელერადიოკომპანია ქართლის„ N48 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 13 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი და კომისიის წევრი: დ.პატარაია. გამომდინარე იქედან, რომ 2004 წლის 13 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა კომისიის წევრი გ.ფრუიძე, ხოლო 20 აგვისტოს კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კოლეგიური ორგანოს მხოლოდ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობდა საქმის ზეპირ მოსმენაში, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა ზეპირი მოსმენის განმეორებით ჩატარება 2004 წლის 27 აგვისტოს 12 საათზე.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს ტელერადიოკომპანია ქართლის„ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მაუწყებლობას ახორციელებდნენ ივნისის თვის ჩათვლით, მაგრამ მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის შპს ომეგა-ჯგუფის„ საქმიანობის შეფერხებამ გამოიწვია ტელერადიოკომპანიის ფინანსური კრიზისი, რის გამოც მაუწყებლობა დროებით შეჩერდა. დღესდღეობით კომპანიის მიერ აღდგენილია მაუწყებლობა. კომისიაში ასევე წარმოდგენილია შპს ,,ქართლსა და შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ტელერადიოკომპანია ქართლის„ მიერ შეწყვეტილი იყო ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ხოლო ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს, შპს ტელერადიოკომპანია ქართლის„ N48 ლიცენზია ექვემდებარება გაუქმებას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაუქმდეს შპს ტელერადიოკომპანია ქართლის„ N48 ლიცენზია.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შპს ტელერადიოკომპანია ქართლს„.
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში აღნიშვნა;
4. დაევალოს კომისიის საზოგადოებრივი ურთიერთობების კოორდინატორს (გ. რატიშვილი) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი