გადაწყვეტილება N 423 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 45 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2004
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 45 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 27 აგვისტოს N 45 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილი N 45 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-6 საკითხი (შპს მადი„-სთვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ) გადატანილ იქნეს მ/წლის 10 სექტემბრის N 47 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. წარმოდგენილ N 45 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ოთხი საკითხი:
· შპს „მაგთიკომისთვის”, სს „ბანკი ქართუსთვის”, სასტუმრო „თბილისი მარიოტისთვის” და შპს „ქართული კულტურის ტალღისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);
3. დამტკიცდეს კომისიის N 45 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში
(ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი