გადაწყვეტილება N 99 შპს “ R - რადიოსთვის ” რადიოსამაუწყებლო გადამცემის ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2003
მიღების თარიღი მარტი 14, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „R-რადიომ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 27 სექტემბრის N 24-958 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (20.02.03) რადიოგადამცემი სადგურის ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს „R-რადიო” ლიცენზიის (N 562, 05.06.1998) პირობების შესაბამისდ აწარმოებს რადიოპროგრამების ტრანსლირებას ქ. თბილისში 101.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით და გავლილი აქვს ხელახალი რეგისტრაცია. საქართველოში გადამცემი შემოტანილია კომისიის გადაწყვეტილების (N 482/7, 06.12.02) საფუძველზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „R-რადიოს” რადიოსამაუწყებლო გადამცემის ექსპლუატაციაზე წერილში და ხელშეკრულების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;
2. უზრუნველყოს შპს „R-რადიომ” რადიოსამაუწყებლო გადამცემის გამოყენებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
დანართი
