წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 98 შპს “ მაგთიკომისათვის ” რადიო - სარელეო სადგურების ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 98 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2003

მიღების თარიღი მარტი 14, 2003

შპს „მაგთიკომისათვის” რადიო-სარელეო სადგურების  ექსპლუატაციაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „მაგთიკომმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 12 თებერვლის N 5/4-385 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 039, 26.02.03) რადიოსარელეო სადგურის ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს „მაგთიკომი” ლიცენზიის (N 958, 14.05.1999) პირობების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებს ფიჭური სატელეფონო ქსელით მომსახურებას.

     „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ   

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „მაგთიკომს” რადიო-სარელეო სადგურების შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ექსპლუატაციაზე  (დანართში მითითებული ჩამონათვალის მიხედვით);

  • უზრუნველყოს  შპს „მაგთიკომმა”, საჭიროების შემთხვევაში,  რადიო-სარელეო სადგურების გამოყენებისათვის მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული   სხვა ნებართვების მიღება;
  • შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
  • გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის საოლქო           სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
  • 5. კონტროლი    აღნიშნული   გადაწყვეტილების    შესრულებაზე    დაევალოს   

         სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).

          კომისიის  თავმჯდომარე                                                            ვ. აბაშიძე

                                                     

    Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები