წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 97 შპს “ საქართველოს თრანქული სისტემისათვის ” მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 97 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2003

მიღების თარიღი მარტი 14, 2003

შპს „საქართველოს თრანქული სისტემისათვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების  ექსპლუატაციაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „საქართველოს თრანქულმა სისტემამ” (რეგისტრირებული          ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 24 ოქტომბრის            N 5ა/4-1395 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 10”a”, 05.02.03) რადიოგადამცემი სატარებელი სადგურების ექსპლოატაციაზე ნებართვის მიღების შესახებ. შპს „საქართველოს თრანქული სისტემა” ლიცენზის (N 703, 04.08.1998) პირობების შესაბამისად აწარმოებს თრანქული სატელეფონო ქსელით მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე და გავლილი აქვს ხელახალი რეგისტრაცია. 

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.        მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს თრანქულ სისტემას” რადიოგადამცემი სატარებელი სადგურების ექსპლუატაციაზე  დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

  • უზრუნველყოს  შპს   „საქართველოს  თრანქულმა  სისტემამ” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის მოქმედი  კანონმდებლობით  გათვალისწინებული   სხვა ნებართვების მიღება;
  • შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
  • გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის საოლქო           სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
  • კონტროლი    აღნიშნული   გადაწყვეტილების    შესრულებაზე    დაევალოს   
  •      სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).

          კომისიის  თავმჯდომარე                                                            ვ. აბაშიძე

                                         

    Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები