გადაწყვეტილება N 96 შპს “ ტერეტრანსი - 2002 ”- სათვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტებაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2003
მიღების თარიღი მარტი 14, 2003
შპს „ტერეტრანსი-2002”-სათვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტებაზე
ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტერეტრანსი-2002”-მა (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ნის სასამართლოს 2002 წლის 4 სექტემბრის N5ა/4-3379 დადგენილებით), რომელიც ითხოვს მრავალარხიანი ინტეგრირებული ტელესაინფორმაციო სისტემის გამოყენებით შპს მადი„-სათვის საკაბელო ტელემაუწყებლობის დაპროექტებაზე ნებართვის გაცემას.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „ტერეტრანსი-2002” უზრუნველყოფილია რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტების სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო ტექნიკური და პროფესიული ბაზით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა
1. მიეცეს ნებართვა შპს „ტერეტრანს-2002”-ს მრავალარხიანი ინტეგრირებული ტელესაინფორმაციო სისტემის გამოყენებით შპს მადი„-სათვის საკაბელო ტელემაუწყებლობის დაპროექტებაზე.
2. უზრუნველყოს შპს „ტერეტრანსი-2002”-მა, საჭიროების შემთხვევაში, ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამაუწყებლო (თ.ძაგნიძე) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
