გადაწყვეტილება N 95 ი / მ “ გოჩა ჩხიკვაძისათვის ” სამუშაო სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2003
მიღების თარიღი მარტი 14, 2003
ი/მ „გოჩა ჩხიკვაძისათვის” სამუშაო სიხშირის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ ი/მ „გოჩა ჩხიკვაძემ” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის სასამართლოს 2002 წლის 16 აგვისტოს N 454 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სამუშაო სიხშირის მინიჭების თაობაზე. ი/მ „გოჩა ჩხიკვაძეს” საქმიანობის საგანია მოსახლეობისათვის სხვადასხვა სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურების გაწევა, რომელიც მოიცავს სასწრაფო სამედიცინო და საკონსულტაციო სამსახურს, საყოფაცხოვრებო მომსახურებას, ტაქსის გამოძახებას, გაზის გამოძახებას, ავეჯის გადაზიდვას, სარიტუალო მომსახურებას, საინფორმაციო მომსახურებას. სამუშაო სიხშირე გათვალისწინებულია შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ავტოსატრანსპროტო საშუალებებთან სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ი/მ „გოჩა ჩხიკვაძეს” 164.700 მგჰც სამუშაო სიხშირე ქ. ქუთაისში რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2. აღირიცხოს ი/მ „გოჩა ჩხიკვაძისათვის” მინიჭებული სამუშაო სიხშირე კომისიის
შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. უზრუნველყოს ი/მ „გოჩა ჩხიკვაძემ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის
წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის
მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ „გოჩა ჩხიკვაძისათვის”
სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი
კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში
(ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
