გადაწყვეტილება N 93 საზღვაო ხომალდისათვის “ EAGLE ” სახმობისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 07, 2003
მიღების თარიღი მარტი 07, 2003
საზღვაო ხომალდისათვის „EAGLE” სახმობისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა წერილით (GMTA-LAF-8/248, 04.03.03) საზღვაო ხომალდისათვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურის ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდს „EAGLE” გამოიყენოს ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0394 |
Kanila Marine Limited |
„EAGLE” |
4 LAI |
213 116 000 |
- |
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდზე გაცემული სახმობისა და
ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში
(ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
სამაუწყებლო სამსახურს ( თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
