წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 92 შ . პ . ს . “ ჯი - ემ - პი ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 92 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 07, 2003

მიღების თარიღი მარტი 07, 2003

შ.პ.ს. „ჯი-ემ-პი”-სათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობის  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შ.პ.ს. „ჯი-ემ-პი”-მ  (რეგისტრირებულია ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 2 აპრილის N 5ა/4-2093 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 01/03/03, 04.03.03) წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის (N B/02/002066, 16.12.0) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (მობილური ტელეფონები) გამოიყენება ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელებში ფუნქციონირებისათვის.     „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შ.პ.ს. „ჯი-ემ-პი”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული   ანგარიშფაქტურით (N B/02/002066, 16.12.0) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შ.პ.ს. „ჯი-ემ-პი”-მ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

               კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები