გადაწყვეტილება N 91 შ . პ . ს . “ მზე ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 07, 2003
მიღების თარიღი მარტი 07, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შ.პ.ს. „მზე”-მ (რეგისტრირებულია ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 17 სექტემბრის N 5ა/4-3093 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 12/2003, 27.02.03) წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის (N 1164862, 27.02.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შ.პ.ს. „მზე” ფირმა „მოტოროლას” ავტორიზირებული დისტრიბუტორია და საქართველოში შემოაქვს მაღალსიხშირული მოწყობილობები მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შ.პ.ს. „მზე”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 1164862, 27.02.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს შ.პ.ს. „მზე”-მ კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის შესახებ ორგანიზაციის, აპარატურის ტიპისა და საქარხნო ნომრების მითითებით;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
