გადაწყვეტილება N 89 საზღვაო ხომალდებისათვის (“ VESTA ”) და (“ JUTA ”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2003
მიღების თარიღი თებერვალი 28, 2003
საზღვაო ხომალდებისათვის („VESTA”) და („JUTA”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა წერილებით (GMTA-LAF-8/225, 20.02.03; GMTA-LAF-8/224, 20.02.03) საზღვაო ხომალდებისათვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს („VESTA”) და („JUTA”) გამოიყენოს ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0393 |
Benrock LLC PLC |
„VESTA” |
4 LCB |
- |
- |
|
2 |
0394 |
Benrock LLC PLC |
„JUTA” |
4 LCD |
- |
- |
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდებზე გაცემული სახმობებისა და
ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში
(ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
სამაუწყებლო სამსახურს ( თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
