წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 88 საქართველოს მიკროსა ფ ინანსო ბანკის ქუთაისის ფ ილიალისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 88 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2003

მიღების თარიღი თებერვალი 28, 2003

საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკის ქუთაისის ფილიალისათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობის  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკის ქუთაისის ფილიალმა (რეგისტრირებულია ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს N 12/6-73 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 27, 20.02.03) წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის          (N 2768, 13.02.02) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი რადიოსადგურები და რიპიტერი) გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით რადიოკავშირის ქსელის  ფუნქციონირებისათვის ქ. ქუთაისში.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკის ქუთაისის ფილიალს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული   ანგარიშფაქტურით  (N 2768, 13.02.02)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.      უზრუნველყოს საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკის ქუთაისის ფილიალმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                 კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები