გადაწყვეტილება N 87 ი . მ . “ ილია დედიაშვილისათვის ” მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2003
მიღების თარიღი თებერვალი 28, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ი. მ. „ილია დედიაშვილმა” (რეგისტრირებულია ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 18 თებერვლის N 03/1-703 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (24.02.03) წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის (N 346, 20.02.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (მობილური ტელეფონები) გამოიყენება ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელებში ფუნქციონირებისათვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ი. მ. „ილია დედიაშვილს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 346, 20.02.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2. უზრუნველყოს ი. მ. „ილია დედიაშვილმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
