წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 86 შ . პ . ს . “ კორი ფ ესათვის ” მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 86 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2003

მიღების თარიღი თებერვალი 28, 2003

შ.პ.ს. „კორიფესათვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობის  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შ.პ.ს. „კორიფემ”  (რეგისტრირებულია ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 დეკემბრის N 5/4-3424 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (20.02.03) წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის (N 73016, 16.02.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი რადიოსადგურები და რიპიტერი) გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით რადიოკავშირის ქსელის  ფუნქციონირებისათვის ქ. თბილისში.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შ.პ.ს. „კორიფეს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული   ანგარიშფაქტურით  (N 73016, 16.02.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.      უზრუნველყოს შ.პ.ს. „კორიფემ” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                 კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები