წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 85 შპს “ მარგისათვის ” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 85 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2003

მიღების თარიღი თებერვალი 28, 2003

შპს „მარგისათვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „მარგმა”  (რეგისტრირებულია ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 4 ნოემბრის თებერვლის N 2/4-1487 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 9, 24.02.03) წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების         (N 342, 20.02.03 და N 350, 20.02.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (მობილური ტელეფონები) გამოიყენება ფიჭური კავშირგაბმულობის  ქსელებში  ფუნქციონირებისათვის.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „მარგს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული   ანგარიშფაქტურებით (N 342, 20.02.03 და N 350, 20.02.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „მარგმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში;

4.       გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

           

                 კომისიის თავმჯდომარე                                               ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები