წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 84 რუსეთის ფ ედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 84 / 14

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2003

მიღების თარიღი თებერვალი 28, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS-50/2961, 27.12.02 და № UMS-50/2892, 18.12.02) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის TIHORETSK – 107.9 MHZ და KISLOVODSK – 100.6 MHZ მინიჭებული სამუშაო სიხშირეების გამოყენების შესახებ. აღნიშნული სადგურების საშუალებით ქალაქებში ტიხორეცკი და კისლოვოდსკი მოსახლეობისთვის რადიოპროგრამების მიწოდება ხორციელდება.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის რადიოგადამცემი საშუალებები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი რადიოსადგურებისთვის.

             „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა  :

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო  სადგურებისთვის    TIHORETSK KRAS – 107.9 MHZ  და KISLOVODSK – 100.6 MHZ მინიჭებული სიხშირეების  გამოყენებაზე                              (№ UMS-50/2961, 27.12.02 და № UMS-50/2892, 18.12.02 წერილების   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში         (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები