გადაწყვეტილება N 83 რუსეთის ფ ედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისათვის მინიჭებული სიხშირული არხების გამოყენებაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2003
მიღების თარიღი თებერვალი 28, 2003
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი საშუალებები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამგადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისათვის MAHACHKALA DAG - 41 TBK (ADD), MAHACHKALA DAG - 33 TBK (ADD) და MAIKOP KRAS 37 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირული არხების გამოყენებაზე (№ UMS- 50/2856, 15.12.02 და № UMS- 50/2966, 27.12.02 წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
