წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 82 რუსეთის ფ ედერაციის დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ფ იქსირებული სამსახურის სადგურებისათვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 82 / 14

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2003

მიღების თარიღი თებერვალი 28, 2003

რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული  ფიქსირებული სამსახურის სადგურებისათვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა    რუსეთის     რადიოსიხშირეთა    სახელმწიფო     სამსახურის    წერილი    (№ UMS-50/2885, 18.12.02) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურებისათვის  მინიჭებული სამუშაო სიხშირეების გამოყენების შესახებ. რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული ფიქსირებული სამსახურის აღნიშნული სადგურები ფუნქციონირებენ   14-15 გგჰც სიხშირულ დიაპაზონში და სარელეო ხაზის შემადგენელ კვანძებს წარმოადგენენ.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფიქსირებული სამსახურის სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებულ სამსახურის სადგურებისთვის.

             „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა  :

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურებისათვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ UMS- 50/2885, 18.12.02  წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში         (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები