გადაწყვეტილება N 81 რუსეთის ფ ედერაციის დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი სახმელეთო მოძრავი სამსახურის სადგურებისათვის მინიჭებული სამუშაო სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2003
მიღების თარიღი თებერვალი 28, 2003
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის სახმელეთო მოძრავი სამსახურის სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სახმელეთო მოძრავი და ფიქსირებული და სამსახურების სადგურებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამგადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სახმელეთო მოძრავი სამსახურის სადგურებისათვის მინიჭებული სამუშაო სიხშირეების გამოყენებაზე (№ UMS-50/0195, 04.02.03 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
