გადაწყვეტილება N 80 რუსეთის ფ ედერაციის სახმელეთო მოძრავი სადგურებისათვის მინიჭებული
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2003
მიღების თარიღი თებერვალი 28, 2003
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის სახმელეთო მოძრავი სამსახურის სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სახმელეთო მოძრავი, ფიქსირებული და სამაუწყებლო სამსახურების სადგურებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა:1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სახმელეთო მოძრავი სამსახურის სადგურებისათვის მინიჭებული 42.550 მგჰც სამუშაო სიხშირის გამოყენებაზე (№ UMS- 50/2853, 16.12.02 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
