გადაწყვეტილება N 79 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N9 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მეორე საკითხის კომისიის N11 სხდომის დღის წესრიგის პროექტში გადატანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2003
მიღების თარიღი თებერვალი 21, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N9 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მეორე საკითხის კომისიის N11 სხდომის დღის წესრიგის პროექტში გადატანის შესახებ
2003 წლის 21 თებერვლის N9 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის მეორე საკითხზე დამატებითი მასალების მოძიების, მათი შემდგომი გაანალიზებისა და შეჯერების მიზნით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. 2003 წლის 21 თებერვლის N9 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მეორე საკითხი (შპს „რადიოცენტრი პლუსის”-ს N327 ლიცენზიის (საეთერო საერთო რადიომაუწყებლობა) მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ) გადატანილ იქნეს 2003 წლის 7 მარტის N11 სხდომის დღის წესრიგის პროექტში.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე
