გადაწყვეტილება N 76 გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარისათვის ( UNHCR ) საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2003
მიღების თარიღი თებერვალი 21, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა კომისარმა (UNHCR) კომისიას მიმართა განცხადებით (GEO/HCR/L/027/03; 14.02.03), წარმოდგენილი ზედდებულის (N 199-201, 07.03.03) და ანგარიშფაქტურის (N 16008, 07.02.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლეს კომისარს (UNHCR), შემოიტანოს ქვეყნის ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 16008, 07.02.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა კომისარმა (UNHCR), აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
