წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 75 რუსეთის ფ ედერაციის კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სადგურისათვის მინიჭებული სიხშირული არხის

ნომერი: 75 / 14

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2003

მიღების თარიღი თებერვალი 21, 2003

რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო  სადგურისათვის მინიჭებული სიხშირული არხის   გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ              საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/2670, 28.11.02) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურისათვის ARMAVIR-1, – 8 TBK  მინიჭებული სიხშირული არხის გამოყენების  შესახებ. აღნიშნული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურის საშუალებით ქ.არმავირში ტელეპროგრამების გავრცელება ხორციელდება.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის რადიოგადამცემი საშუალება არ ქმნის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სადგურისათვის  ARMAVIR-1 KRAS – 8 TBK  (ADD) მინიჭებული სიხშირული არხის გამოყენებაზე   (2002 წლის  28 ნოემბრის № UMS-50/2670, 28.11.02 წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში         (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები