წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 74 რუსეთის ფ ედერაციის კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე არსებული ფ იქსირებული სამსახურის სადგურებისათვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 74 / 14

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2003

მიღების თარიღი თებერვალი 21, 2003

რუსეთის ფედერაციის  კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურებისათვის მინიჭებული სიხშირეების  გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა    რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/2519 15.11.02.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის  კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე ფიქსირებული სამსახურის სადგურებისათვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენების  შესახებ. რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში განთავსებული ფიქსირებული სამსახურის აღნიშნული სადგურები ფუნქციონირებენ 7 გგჰც სიხშირულ დიაპაზონში და სარელეო ხაზის შემადგენელ კვანძებს წარმოადგენენ.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის რადიოგადამცემი საშუალებები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის.

             „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა  :

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის  ფიქსირებული სამსახურის სადგურებისათვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (2002 წლის 15 ნოემბრის № UMS-50/2519  წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში         (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები