შპს “დელტა” სექურითი სერვისისათვის სამუშაო სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 21, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “დელტა” სექურითი სერვისიმა (რეგისტრირებულია ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 23 ივლისის N 2/4-3206 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N01/69; 11.02.03) ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ადრე მინიჭებული ერთი სამუშაო სიხშირის შეცვლის თაობაზე. შპს “დელტა” სექურითი სერვისის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საქართველოსა და უცხოეთის იურიდიული და ფიზიკური პირების საკუთრების დაცვის ორგანიზება, მოწმეთა დაცვის ორგანიზება, ტვირთების გაცილების ორგანიზება მათი დაცულობის უზრუნველყოფის მიზნით, დეტექტიური მომსახურება, საბანკო დაწესებულებების დაცვა და ინკასაცია.
“კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “დელტა” სექურითი სერვისს 164.300 მგჰც სამუშაო სიხშირე ქ. თბილისში რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით და გაუქმდეს 164.225 მგჰც სიხშირული მინიჭება საკუთარი განცხადების საფუძველზე;
2. აღირიცხოს შპს “დელტა” სექურითი სერვისისათვის მინიჭებული სამუშაო სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. უზრუნველყოს შპს “დელტა” სექურითი სერვისმა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “დელტა” სექურითი სერვისისათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
