წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 72 შპს “კორიფესათვის” სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 72 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2003

მიღების თარიღი თებერვალი 21, 2003

შპს „კორიფესათვის”  სამუშაო სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „კორიფემ„ (რეგისტრირებულია ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 დეკემბრის N 5/4-3424 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 8, 07.02.03) ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი სამუშაო სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „კორიფეს„ საქმიანობის საგანია არასაუწყებო დაცვის სამსახურის მოწყობა, პიროვნებისა და საზოგადოებრივი ობიექტების დაცვის უსაფრთხოება. სამუშაო სიხშირეები გათვალისწინებულია შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, დაცვის ობიექტებთან და საპატრულო სამსახურებთან ოპერატიული კავშირისათვის ქ. თბილისში.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა:

1.       მიენიჭოს შპს „კორიფეს”  155.650 მგჰც, 161.250 მგჰც, 166.675 მგჰც და 172.100 მგჰც სამუშაო სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირებისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით;

2.  აღირიცხოს შპს „კორიფესათვის” მინიჭებული სამუშაო სიხშირეები კომისიის

     შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.  უზრუნველყოს  შპს  „კორიფემ” კომისიაში სათანადო    ინფორმაციის    წარმოდგენა    

     მაღალსიხშირული    მოწყობილობების     გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.  კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში    შპს „კორიფესათვის”    სიხშირის 

     მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.  გადაწყვეტილება  შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის   საოლქო სასამართლოში           

     (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.  კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე     დაევალოს

     სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები