გადაწყვეტილება N 71 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ( შემდგომში “ კომისია ") აღნიშნავს , რომ შპს “ საქართველოს თამბაქოს წარმოებამ “ ( რეგისტრირებული ქ . თბილისის ისანის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 16 ივნისის N 4 / 7 -
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2003
მიღების თარიღი თებერვალი 21, 2003
შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოებისთვის”
სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოებამ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 16 ივნისის N 4/7-1000 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 349, 19.12.02), ქ. თბილისის და ქ. გორის ტერიტორიებზე, მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი სამუშაო სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოების” საქმიანობის საგანია: ფართო ასორტიმენტის სახალხო მოხმარების საქონლის, სასურსართო პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია; თამბაქოს ნაწარმის წარმოება, შესყიდვა, რეალიზაცია; ავტოსატრანსპორტო სერვისი და ტვირთების გადაზიდვის ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და საზოგადოების წესდებას. სამუშაო სიხშირეები გათვალისწინებულია შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით გამოსაყენებლად საზოგადოების წევრებს შორის, აგრეთვე ავტოსატრანსპროტო საშუალებებთან სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოებას” 150.875 მგჰც და 156.325 მგჰც სამუშაო სიხშირეები ქ. თბილისში და 151.175 მგჰც და 156.275 მგჰც ქ. გორში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2. აღირიცხოს შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოებისთვის” მინიჭებული სამუშაო სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. უზრუნველყოს შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოებამ” კომისიაში სათანადო
ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების
გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოებისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე)
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
