წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 70 სააქციო საზოგადოება “ ინჟმშენისათვის ” სამუშაო სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 70 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2003

მიღების თარიღი თებერვალი 21, 2003

სააქციო საზოგადოება „ინჟმშენისათვის”  სამუშაო სიხშირის მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ სააქციო საზოგადოება „ინჟმშენმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N1-01/31, 06.01.03) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტის შესაბამისად  გარდაბნისა და თეთრიწყაროს რაიონების ტერიტორიაზე სატუმბი სადგურებისა და ბანაკების მშენებარე ობიექტებთან რადიოკავშირისათვის მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სამუშაო სიხშირის მინიჭების თაობაზე. სამუშაო სიხშირეები გათვალისწინებულია შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით აღნიშნული კავშირისათვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს სააქციო საზოგადოება „ინჟმშენს” 163.175  მგჰც სამუშაო  სიხშირე  გარდაბნისა და თეთრიწყაროს რაიონების ტერიტორიაზე  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით;

2.      აღირიცხოს სააქციო საზოგადოება „ინჟმშენისათვის” მინიჭებული სამუშაო სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში.

3. უზრუნველყოს        სააქციო        საზოგადოება  „ინჟმშენმა”  კომისიაში    სათანადო 

    ინფორმაციის    წარმოდგენა   მაღალსიხშირული   მოწყობილობების  გამოყენებაზე

    ნებართვის  მისაღებად;

4. კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში სააქციო საზოგადოება „ინჟმშენისათვის”

    სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში           

     (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.  კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე     დაევალოს

      სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები