წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 7 ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ ჰალო ტრასტისათვის ” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 7 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2003

მიღების თარიღი იანვარი 10, 2003

ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო ტრასტისათვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე  ნებართვის  გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა ბრიტანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „ჰალო ტრასტს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 262.1202  11.12.02)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს ბრიტანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია „ჰალო ტრასტმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

           

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები